მელაანის საჯარო სკოლა |
მე,
ცისმარ ირომაშვილი, როგორც სოფლის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ვფიქრობ, რომ თუ
მხარდაჭერა იქნა და დაარსდა ხელოვნების სკოლა, ან/და აღდგენილ იქნა კულტ.სახლის შენობა,
მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები მოხდება. ბავშვები საკუთარი თავის უკვე მრავალმხრივ
რეალიზებას შეძლებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ /ცისმარ ირომაშვილი XII კლასი/
”რა თქმა უნდა, გარდა იმ დადებითი ფაქტებისა,
რაც ზემოთ აღინიშნა, მელაანში საკმაოდ დიდ და გადაუჭრელ პრობლემადაა ქცეული ტყეების
მასიური ჩეხვა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გარკვეული შეზღუდვები დააწესა, თითქმის
ნაკლებ სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ რა ვუყოთ წლების განმავლობაში განადგურებულ ფლორას?!
რასაკვირველია, საჭიროა ახალი ნარგავები. ვფიქრობ, ამით არა მხოლოდ მელაანში შექმნილი
ვითარება გამოსწორდება. ეს გლობალური პრობლემაა და ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს.
მოხარული ვიქნებით, თუ გარემოს გამწვანებასა და გაცოცხლებაში ყველა აქტიურად ჩაებმება.
გარდა მწვანე საფარის გაზრდისა, ხეების დარგვა მომავალ თაობას გაუღვივებს ბუნების მოვლის,
გაფრთხილების, მისი დაცვის აუცილებლობის განცდას.“ /ანა თაბორიძე XII კლასი/